"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" ბრიუსელში დაფუძნებული არაპარტიული და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და ევროპული გზის მიზნებზე. ევროპული ალიანსი საქართველოსთვის მიზნად ისახავს:

- ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების ევროპელ კოლეგებთან პროდუქტიული დიალოგისა და კომუნიკაციის დამყარებას;

- ქართველ და ევროპულ საზოგადოებებს, ბიზნესსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას;

- საქართველოს ეკონომიკისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

-ევროპაში და დასავლეთში საქართველოს ხილვადობის ამაღლებას;

-საქართველოსა და ბელგიასა და ლუქსემბურგს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.

დასახული მიზნების მისაღწევად "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს, პროფესიულ და ახალგაზრდულ გაცვლით ვიზიტებს, ატარებს კვლევებს, აქვეყნებს ანგარიშებსა და ნაშრომებს, ლობირებს საქართველოს ინტერესებს დასავლეთში.