საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორები სოფლის მეურნეობა, სამთო საქმიანობა (მანგანუმი და სპილენძი) და წარმოებაა. 2003 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ ქვეყანამ ეკონომიკის ლიბერალიზაციისაკენ მიმართული რეფორმები დაიწყო. შედეგად, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობაზე აიღო გეზი, აქცენტი გაკეთდა ჰიდროელექტროსადგურებზე. საქართველო ასევე ცდილობს გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ლოგისტიკური და სატრანზიტო კვანძი გახდეს.

ბოლო წლების კვარტალური ზრდის დინამიკა ერთგვარად შენელებულ ეკონომიკურ აქტივობას ავლენს. თუ 2013 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ს გაუტოლდა, ბოლო 2016-17 წლების კვარტლების მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ მხოლოდ 2.6% -ს შეადგენს, რაც დაბალი მაჩვენებელია ისეთ განვითარებადი ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა. თუ 2015 წელს ეროვნული ეკონომიკისთვის გაცემული სესხების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი შეადგენდა 31. 9%-ს, 2016 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში სესხების მოცულობა საშუალოდ მხოლოდ 9.3% -ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, ყველაზე სწრაფად მზარდი სესხები გაიცა მშენებლობაში (31, 2% და სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში - 18.5%), ხოლო ვაჭრობისთვის და ტრანსპორტირება და კომუნიკაციებისთვის გაცემული სესხები მნიშვნელოვნად შემცირდა,  საშუალო მაჩვენებლებით 8.5% და 11.4%.

ძირითადი გამოწვევები, რომლის წინაშე საქართველო დგას: პირველი - მოკრძალებული საექსპორტო ბაზა. ტრადიციული სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, როგორიცაა ლითონები არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ გაზარდოს საქართველოს საექსპორტო წილი სწრაფად ცვალებად გლობალურ ეკონომიკაში. ახალი სექტორები ჩნდება, განსაკუთრებით ტურიზმი და ტრანსპორტი, მაგრამ მძაფრი კონკურენციის ფონზე.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ევროკავშირთან უნდა გააძლიეროს ეკონომიკური დივერსიფიკაცია ახალი ბაზრების გახსნით. მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. ინვესტიციების გასაზრდელად შიდა დანაზოგების მობილიზება ასევე მნიშვნელოვანია უფრო დაბალანსებული ზრდის უზრუნველყოფისთვის. მეორე გამოწვევა სამუშაო ბაზარს უკავშირდება, სადაც უმუშევრობა და არასრული დატვირთულობა მაღალ დონეზე რჩება. სოფლის მეურნეობაში ქვეყნის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ძალიან ბევრი ადამიანი გრძელვადიან უმუშევართა შორისაა.

ეს პრობლემა ხელს უწყობს ქართულ საზოგადოებაში ფართო უთანასწორობას. საჭიროა შემდგომი რეფორმები უფრო ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობისთვის. ვინაიდან ეკონომიკა განვითარებას განაგრძობს, ეს პრობლემა კიდევ უფრო გართულდება. საჭიროა მთავრობის სერიოზული ძალისხმევა, შესაძლოა, სამუშაოს ძიებისა და სამუშაოს შესაბამისობის გაუმჯობესებული სერვისების ჩათვლით.

ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას 2014 წელს. შეღავათიანი საბაზრო წვდომის თვალსაზრისით საქართველო სარგებლობს შეღავათების განზოგადებული სისტემით GSP +, სპეციალური სტიმული, რომელიც ახალისებს მდგრად განვითარებასა და კარგ მმართველობას (GSP +) ევროკავშირის ბაზარზე ხელსაყრელი წვდომით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირმა და საქართველომ ჩამოაყალიბეს, GSP + საქართველოსთვის 2016 წლის 31 აგვისტომდე ვრცელდება. ეს გარდამავალი პერიოდი საშუალებას აძლევს ბიზნესს მოერგოს DCFTA- ს ახალ შეღავათიან ვაჭრობას. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული სტანდარტები და ხელი შეუწყოს სექტორულ ცვლილებებს - ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, გარემოს დაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ტექნოლოგიურ განვითარებაში, დასაქმებაში და სოციალურ პოლიტიკაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, კულტურაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, რეგიონალურ განვითარებაში და ასე შემდეგ. იგი ასევე ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობის დაახლოებას და ჰარმონიზაციას ევროპის კანონმდებლობის დაახლოებით 300-მდე პუნქტთან.

საქართველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორი ქვეყანაა. 2014 წელს ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ საქართველოში რეფორმის პრიორიტეტებზე. დასახული პრიორიტეტები ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. 2000 წლიდან საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.