საქართველო მთიანი ქვეყანაა, მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა და სხვადასხვა ტიპის კლიმატით.თითქმის მთლიანი ინფრასტრუქტურა, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო მიწები დაბლობებშია. არეალის დაახლოებით ნახევარი ფერმერულ მეურნეობას წარმოადგენს, რომელიც ძირითადად სათიბ-საძოვრისგან შედგება მთიანი სტრუქტურის გამო. სახნავი მიწა ხშირად მოითხოვს მიწის მელიორაციის ზომებს. საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემები მოიცავენ ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, მიწის დეგრადაციას, ტყის დეგრადაციას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას, რაც ეკოსისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების მსგავსად საბჭოთა პერიოდის განმავლობაში საქართველომ გარემოს მწვავე დეგრადაცია განიცადა, როდესაც მძიმე მრეწველობაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა გარემოს უსაფრთხოებაზე არ ზრუნავდა. როგორც ამ პოლიტიკის მემკვიდრე, საქართველო ახლა სერიოზულ დაბინძურებას განიცდის. ჰაერის დაბინძურება პრობლემაა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით რუსთავში, რომელსაც გააჩნია გიგანტური ფოლადის ქარხანა და სხვა ლითონებისა და ქიმიკატების წარმოება. საჰაერო დაბინძურების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრანსპორტიც. უკანასკნელ წლებში მკვეთრი ზრდა იყო იაფი, ძველი, ბინძური დიზელის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მხრივ - დაბინძურების ტესტირება კი პრაქტიკულად არ არსებობს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არ არის საკმარისად განვითარებული და შესაბამისად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო მანქანებს იყენებს. ამავდროულად, მდინარე მტკვარი და შავი ზღვა დაბინძურებულია საწარმოო ნარჩენებით.

საქართველო 1994 წლიდან კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს კონვენციის (UNFCCC) ხელმომწერი მხარეა. ქვეყანა ასრულებს კონვენციის საანგარიშო ვალდებულებებს კლიმატის ცვლილების შესახებ ეროვნული კომუნიკაციებისთვის ანგარიშის წარდგენით. 1996 წელს საქართველომ შეიმუშავა ინტეგრირებული სანაპირო ზონის მართვის (ICZM) მიდგომა ბუქარესტის კონვენციის ფარგლებში შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესასრულებლად. გარდა ამისა, საქართველოს სტატისტიკური წელიეწადეული მოიცავს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ შემდეგ სექციებს: ტყე და ტყის მარაგი; ტყის მასივების აღდგენა; ტყის ხანძრები; მტკნარი წყლის მოხმარება; ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვება; ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების რაოდენობა; ატმოსფეროში დაბინძურების გამოყოფა; ჰაერის დაბინძურება საწარმოო დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან და ბუნებრივი რეზერვები და ეროვნული პარკები.

საქართველო განსაკუთრებულით დაუცველია ბუნებრივი კატასტროფებისადმი, როგორიცაა 2002 წლის მიწისძვრა, პერიოდული გვალვა, 2015 წლის წყალდიდობა და 2017 წელს ბორჯომის ტყის ხანძარი. კლიმატის ცვლილება სავარაუდოდ გაზრდის ბუნებრივი კატასტროფების სიხშირეს და მასშტაბებს, როგორიცაა წყალდიდობა და გვალვა.

დღესდღეობით, გარემოსდაცვითი პოლიტიკა თანდათან უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მთავრობა აცნობიერებს, რომ მდგრადი განვითარება პოლიტიკის ღრმა ცვლილებებს ეხება, რაც წარმოების, მოხმარების და ქცევითი ნიმუშების სისტემურ ტრანსფორმაციას განაპირობებს. ქვეყნის გარემოსდაცვითი გამოწვევების ჩამონათვალი გრძელია. დღევანდელი პოლიტიკა და ინსტრუმენტები ვერ უზრუნველყოფენ ბუნებრივ აქტივებზე ზეწოლის ეფექტურ შემცირებას და ჯანდაცვას ცუდი ხარისხის გარემოსგან. საქართველოს არ აქვს ყოვლისმომცველი შეფასება გარემოსდაცვით დეგრადაციაზე უმოქმედების საფასურის შესახებ, რაც მას აკავშირებს ეკონომიკურ ზრდასთან, სიღარიბესთან და საერთო კეთილდღეობასთან.

საქართველომ ასევე აიღო პასუხისმგებლობა კიოტოს პროტოკოლის ფარგლებში სუფთა განვითარების მექანიზმზე იმუშაოს. უფრო მეტიც, საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნია ათვისებული პოტენციალი განახლებადი ენერგიისათვის, განსაკუთრებით მიკრო ჰიდროელექტროსადგური და ქარის ენერგიის პრაქტიკა, ასევე მზის, გეოთერმული და ბიომასის წყაროები ასევე წარმოადგენენ პოტენციალს. იგი ასევე ხაზს უსვამს რამდენიმე სფეროს, რომელიც ყურადღებას საჭიროებს, როგორიცაა ჰაერი და წყლის ხარისხი, ნარჩენების მართვა, მიწის და ლანდშაფტის მართვა და ბუნების რესურსების გამოყენება და დაცვა.