საქართველო შესანიშნავი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა. იგი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და ამავე დროს, საქართველო კავკასიის რეგიონში ცენტრალურ ადგილს იკავებს შავი და კასპიის ზღვებს შორის.

მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე უძველესი დროიდან საქართველო მოგზაურებსა და მოვაჭრეებს ხიბლავდა. მათ შორის იყვნენ ცნობილი არგონავტები, ბერძნული მითოლოგიის გმირები. კოლხეთის მიწაზე (დღევანდელი დასავლეთ საქართველო) იასონის ექსპედიციის მიზანი ოქროს საწმისი იყო. ოქროს საწმისის მითი ძველ საბერძნეთსა და საქართველოს შორის ადრეულ კავშირებზე მიუთითებს. ლეგენდის თანახმად, ოქროს მოპოვება კავკასიის ფერდობებზე, საქართველოში, ცხვრის ტყავით ხდებოდა. სვანეთის მაღალმთიან რეგიონში დღესა ოქროს მოპოვება ამ მეთოდით ხდება.

ქართველები საკუთარ თავს ქართველებს უწოდებენ და მათი წარმომავლობა ნოეს დიდი-დიდი შვილიშვილის ქართლოსისკენ მიდის. ადრეული პროტო-ქართული სამეფოები იყო კოლხები დასავლეთში და ქართლი (ასევე ცნობილი, როგორც ობერია) აღმოსავლეთში და სამხრეთში, მათ შორის ზოგიერთი რეგიონები თანამედროვე თურქეტში და სომხეთში.

საქართველო მეორე ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული რწმენა, სომხეთის შემდეგ 25 წლის შემდეგ. მე -5 საუკუნეში დასავლეთ საქართველო გაფართოებულ ბიზანტიის იმპერიასთან დაკავშირებული გახდა, ხოლო ქართლი სპარსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. მეფე ვახტანგ გორგასალმა (447-502), რომელიც ქართველი ერის მამად მიიჩნევა, ხანმოკლე პერიოდში სპარსელები გააძევა და დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. (ამ სტატიის მთავარი ფოტო ვახტანგ გორგასლის ძეგლს წარმოადგენს, რომელიც თბილისს გადაჰყურებს).

საქართველო საუკუნეების მანძილზე ბაგრატიონის დინასტიის მიერ იმართებოდა; საქართველომ კულტურისა და სახელმწიფოებრიობის მწვერვალს მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) და თამარ მეფის (1184_1210) დროს მიაღწია. XII-XIII საუკუნეები განსაკუთრებულად განიხილება საქართველოს ისტორიის ოქროს ეპოქად. მეფე დავითმა საქართველო კავკასიის მთავარ ძალად  და ქრისტიანული კულტურისა და სწავლების ცენტრად აქცია. საქართველომ უფრო მეტ კეთილდღეობას მისი შვილთაშვილის თამარ მეფის დროს მიაღწია , რომლის მმართველობა აზერბაიჯანისა და სომხეთის დიდ ნაწილზე ვრცელდებოდა, ასევე თურქეთისა და სამხრეთ რუსეთის ნაწილებზეც. თამარი, ერთადერთი მმართველი ქალი საქართველოს ისტორიაში, დღესაც იმდენად დიდი პატივით სარგებლობს, რომ ქართველები მას მეფეს უწოდებენ. თუმცა, თამარის მეფობიდან ცოტა ხნის შემდეგ, ქართული სამეფო ჩინგიზ ყაენის მონღოლთა ურდუს ძალებმა დაიპყრეს, რაც საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება და როდესაც დასრულდა, სხვა დამპყრობლები მოვიდნენ. მე-18 საუკუნის ბოლოს, აღმოსავლეთ საქართველოს სასოწარკვეთილმა მეფემ ერეკლე მეორემ სურვილის წინააღმდეგ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ხელშეკრულებას, რითაც მისი სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ მოექცა. ხელშეკრულება მალევე დარღვეული იყო, რითაც რუსეთმა საქართველოს სამეფოს ანექსირება მოახდინა.

რუსეთის რევოლუციის შემდეგ, საქართველო 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, მაგრამ წითელი არმია შემოიჭრა და 1922 წელს საქართველო საბჭოთა კავშირში იძულებთ იყო გაერთიანებული. 30-იან წლებში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, საქართველომ იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) მიერ გაჩაღებული დიდი ტერორისგან იზარალა.

საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს სსრკ-სგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანა ქაოსში ჩაება: სამოქალაქო ომი გაჩაღდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა რეგიონებმა, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერდა, საქართველოს მთავრობის მმართველობაზე უარი განაცხადეს. ქართულ-აფხაზური ომის სედეგად დაახლოებით 20000 ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს და 250000-ზე მეტმა ქართველმა საკუთარი სახლები ბდაკარგა. 2008 წელს კონფლიქტი განახლდა და დასრულდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით მიბაძა რუსეთის მაგალითს.

კულტურა და ტრადიციები

დასავლეთის გავლენა - ჯერ რომისგან, შემდეგ კი მისი კანონიერი მემკვიდრესგან, ბიზანტიის იმპერისგან და ამავდროულად გავლენა აღმოსავლეთიდან - ირანიდან და ისლამური ხალიფატიდან საქართველოს საშუალება მისცა უნიკალური ხიდი გამხდარიყო აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის.

საქართველოს აქვს საკუთარი ანბანი, მსოფლიოს 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი უნიკალური დამწერლობა. საქართველო უძველესი ადგილია სხვადასხვა ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, რომელთა უმრავლესობაც დღემდე საქართველოშია. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით შეგიძლიათ იხილოთ გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიები, ებრაული სინაგოგები და მუსლიმური მეჩეთი - სხვადასხვა რელიგიების მშვიდობიანი თანაცხოვრება ხაზს უსვამს ქართული კულტურის ტოლერანტობას.

საქართველო მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია და როგორც უკანასკნელი არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ, ეს უძველესი ცივილიზაციაა, რომელიც ცნობილია ღვინის სმით - არა რომაელები ან ძველი ბერძნები, არამედ ქართველები. საქართველოში ვაზის კულტივირება ნეოლითური პერიოდიდან იწყება, სულ მცირე, 8000 წლის უკან.

საქართველოს თითოეულ ისტორიულ რეგიონს დამახასიათებელი ნიშანი აქვს. მაგალითად, კახეთში ცნობილია ღვინის დამზადებით; ქართლი - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით (უფლისციხე, ძალისი, მცხეთა, თბილისი, სამშვილდი); ჯავახეთში უნიკალური სამკურნალო აბაზანები და მინერალური წყლებია, აფხაზეთი და აჭარა - ზღვისპირა კურორტებით; სამეგრელო - მრავალფეროვანი ლამაზი კერძებით; იმერეთი - ისტორიული ძეგლებით, სვანეთი - უნიკალური შუა საუკუნეების კოშკებით, რაჭა-ლეჩხუმი - დაუვიწყარი მთებით და სხვ.

ქართველებისთვის, რომლებიც სტუმარს ღმერთისგან გამოგზავნილად მიიჩნევენ, არ არის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე სტუმართმოყვარეობის დემონსტრირება. ქართული და კავკასიური სტუმართმოყვარეობის სავალდებულო ატრიბუტი სუფრაა - დღესასწაული სრულყოფილ წესრიგითაა ორგანიზებული, კარგი ქცევის მოთხოვნითა და შესაბამისი ეტიკეტის დაცვით. სპეციალურმა პირს, რომელიც აკვირდება, რომ ყველაფერმა წესების მიხედვით ჩაიაროს, თამადა ჰქვია. მთლიანი ღონისძიება დამოკიდებულია თამადის მჭევრობა და სიბრძნეზე და მის სადღეგრძელოებზე. თამადას ყველაზე პატივსაცემ და ღირსეული ხალხისგან ირჩევენ. სუფრის ჩატარება კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნამოცანაა: თამადა ზედამხედველობას უწევს დღესასწაულს  წესრიგის დაცვით, სადღეგრძელოების წარმოთქმით, მრავალსიტყვობის თავიდან აცილებით, სადღეგრძელოების ხუმრობებით ან მხიარული ისტორიებით ცანაცვლებით.

ქართული სიმღერები და ცეკვები ქართული ტრადიციის ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილია. ქართული სიმღერა ჩაკრულო 1976 წელს გამოყენებული იყო NASA-ს  „ვოიაჟერისთვის“, სიმღერის ნიჭის დასამტკიცებლად. საუკეთესო ტრადიციული ქართული ანსამბლები რუსთავი და ერისიონია. სუხიშვილის ნაციონალური ბალეტი ძალიან პოპულარულია.