„საბჭოთა კავშირის დაშლის  და 1991 წელს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ, საქართველო კონფლიქტური ინტერესების არენად იქცა. აშშ-ს ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გაზრდა ქვეყანაში ძველი მეზობლისთვის, რუსეთისთვის უშრეტი შეშფოთების წყაროა, ისევე როგორც საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“. - ნათქვამია BBC-ის  გვერდზე საქართველოს შესახებ.

 ამჟამად, საქართველოს პოლიტიკური სისტემა შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც ნახევრად საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიული სისტემით. საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, სახელმწიფოს მეთაურად ითვლება, ხოლო პრემიერ-მინისტრი კი მთავრობის მეთაურია. პრეზიდენტსა (ნაკლებად) და მთავრობას აღმასრულებელი ძალაუფლება აქვს. საკანონმდებლო ხელისუფლება საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ერთპალატიანი პარლამენტის ხელშია.

 ვარდების რევოლუციად ცნობილი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ 2003 წლის ბოლოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებიდან გაძევებული იყო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2004 წლიდან 2013 წლამდე ქვეყანას მართავდნენ. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული რეფორმები გაატარა, როგორიცაა ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციის შემცირება და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება, ასევე დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეფექტურად მოქმედებდა დაბალი დონის მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და ორგანიზებული და მცირე დანაშაულის შემცირებაში, მაგრამ იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფო დღის წესრიგი ხშირად ეწინააღმდეგებოდა კანონის უზენაესობას და ძალაუფლება კონცენტრირებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცირე წრის ხელებში.

 რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა დროებითი პოლიტიკური ერთობა უზრუნველყო, თუმცა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 2008 წლის ბოლოს დაიწყო. არასაპარლამენტო ოპოზიციამ დემონსტრანციები მოაწყო, რომლებიც 2009 წლის აპრილი-ივნისის განმავლობაში იმართებოდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ნათელი გახდა, რომ საქართველო „რეჟიმისგან დაღლილობას“ განიცდიდა და პოლიტიკურ დაყოფაზე იყო პოლარიზებული.

 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემა. ეუთო-ს საარჩევნო მოხსენების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში დაცული იყო.

კოალიციამ "ქართული ოცნება" გამარჯვება მოიპოვა, ახალი მთავრობის ფორმირების სრული კონტროლი მიიღო და ქართული ოცნების დამფუძნებელი და ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, რის შედეგადაც სააკაშვილთან მძიმე კოჰაბიტაციის პერიოდი დაიწყო. ივანიშვილი 2013 წელს პრემიერის თანამდებობიდან გადადგა, მან დაპირება შეასრულა, რომ თანამდებობაზე მხოლოდ მოკლე დროით დარჩებოდა. მიუხედავად ივანიშვილის წასვლისა, ის აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების საქმეებში, რამაც გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მან არაფორმალური საშუალებების მეშვეობით ძალაუფლება შეინარჩუნა და შესაბამისად, ანგარიშვალდებული არ იყო..

 ამ ბრალდებების ფონზე ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება, როგორც პარტიის ხელმძღვანელი. სააკაშვილი, მეორეს მხრივ, გადადგომის შემდეგ ცდილობდა უკრაინაში მაღალი დონის პოლიტიკური კარიერა გაეკეთებინა და მოქალაქეობაც კი შეიცვალა. ის მალე ოპოზიციური ფიგურა აღმოჩნდა, თუმცა უკრაინის მთავრობამ მას მოქალაქეობა შეუჩერა და უკრაინის ტერიტორიიდან გააძევა. მისმა პარტიამ ოდნავ უკეთეს შედეგებს მიაღწია, რადგან რამდენიმე პოპულარულმა მოღვაწემ გადაწყვიტა პარტიის დატოვება და ახალი ფრაქციის - "ევროპული საქართველოს" შექმნა.

 საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, ფილოსოფოსი. მთავრობას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო თბილისის მერი ფეხბურთელი კახი კალაძეა.