9 ივლისს "ევროპულმა ალიანსმა საქართველოსთვის" მოაწყო პოლიტიკური დიალოგი ევროპის პარლამენტში. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკოსები და ევროკავშირის ოფიციალური პირები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საექსპორტო - წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.მოწვეული სპიკერები იყვნენ - მაიკლ გელერი, ევროპარლამენტის წევრი, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე. მეთიუ მოსკეტი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, საქართველოს განყოფილების თავჯდომარე, სტივენ ბლოკმანსი - ევროპული კვლევების ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი, ზურაბ ხამაშურიძე - ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ლუის დელკარტი, ევროპული ალიანსი საქართველოს თანადამფუძნებელი, სანდრა შოტი - პროტოკოლისა და დიპლომატიის სკოლის აკადემიური დირექტორი.

შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
რა შეიძლება იყოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მომდევნო სიმბოლური ეტაპი? როგორ გამოვიყენოთ ინსტიტუციური ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოს ევროპეიზაციის პროცესის მხარდასაჭერად? როგორ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის შესაძლო გზამკვლევი და რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი ამ პროცესში?
ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა პანელისტს საინტერესო დისკუსიისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებას კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიური მონაწილეობისთვის.