"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის", ევროპარლამენტში საქართველო & ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფთან ერთად, ანხორციელებს პროექტს "გზავნილი ბრიუსელიდან" - პროექტის მიზანია გაზარდოს ქართველი საზოგადოების ცნობიერება ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ასევე, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის  პოპულარიზებას ბრიუსელში. ჩვენ ვწერთ და ვაქვეყნებთ სიღრმისეულ, ანალიტიკურ ინტერვიუებს ევროპარლამენტარებთან, ნატოს ოფიციოზთან და წამყვან მკვლევარებთან. ძირითადი თემაა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა. ინტერვიუების ბეჭდური ვარიანტი ქვეყნდება პოპულარულ ქართულ და ინგლისურენოვან ყოველკვირეულ გაზეთებში.