EAFG ახალგაზრდული პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ლიდერებსა და პროფესიონალებს ესტუმრონ ევროკავშირის ინსტიტუციებს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში და თავიანთი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ ევროკავშირის პოლიტიკურ სისტემას, შეხვდნენ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და შეიძინონ ფასდაუდებელი გამოცდილება. ახალგაზრდული პროგრამა ტარდება წელიწადში რამდენჯერმე - ამ ეტაპზე ჩატარებულია ოთხი პროგრამა.