დაარსებიდან დღემდე, "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" აქტიურად ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ-ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ალიანსის უშუალო ორგანიზებით 2017 წელს ევროპარლამენტში მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და მასშტაბური კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ.